The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი სურმავა

გიორგი სურმავა
დაბადების თარიღი:6 მაისი, 1958  (68 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, სამხედრო პირი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი  ფიზიკოსის კვალიფიკაციით 1980 წელს; National Defence Academy of Ukraine Military Officer for Command and Control at Operational and Tactical Level 2001 წელს; urkish Joint Command and Staff College (Turkish War College), სტრატეგიული და ოპერატიული დონის მართვის ოფიცერის კვალიფიკაციით 2016 წელს.

1994-2003წწ. მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში: 1994-1999წწ. გენერალური შტაბი, სხვადასხვა თანამდებობება; 1999-2001წწ. მე-11 მოტომსროლელი ბრიგადა, მეთაურის მოადგილე, შტაბის უფროსი; 2001-2002წწ. სახმელეთო ჯარების შტაბი სამმართველოს უფროსი; 2002-2003წწ. გენერალური შტაბი, სამმართველოს უფროსი; 2003-2005წწ. ეროვნული გვარდიის მთავარი შტაბი, სამმართველოს უფროსი; 2005-2007წწ. აფხაზეთის მთავრობა, საგანგებო ვითარებათა სამინისტროს აპარატი, სამმართველოს უფროსი; 2007-2009წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი, განყოფილების უფროსი; 2008-2012წწ. საქართველოს დაზვერვის სამსახური, ანალიტიკური დირექტორატი, მთავარი ანალიტიკოსი; 2012-2017წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გენერალური შტაბი, სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობება; 2017-2018წწ. ეროვნული უშიშროების საბჭო, თავდაცვის და სამხედრო აღმშენებლობის დეპარტამენტი, მთავარი მრჩეველი;  2018 წლიდან თადარიგშია. მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომელად. მონაწილეობდა 1992-1993წწ. აფხაზეთის კონფლიქტში და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. დაჯილდოებულია სამთავრობო ჯილდოებით. თადარიგის ბრიგადის გენერალი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "გენერალი მაზნიაშვილი"
  • მედალი "საბრძოლო დამსახურებისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: