The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისო გედევანიშვილი

დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 

მუშაობდა ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა ინსტიტუტში. 1960 წელს წარმატებული გამოცდების შედეგად, ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტის (ქ. ობნინსკი) ასპირანტურაში ჩაირიცხა. 1974 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რადიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მან პირველმა ჩამოაყალიბა საქართველოში სხივური თერაპიის დაგეგმარების სამსახური და დაამუშავა ონკოლოგიურ პაციენტთა სხივური მკურნალობის ოპტიმიზაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები; 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიურ სამეცნიერო ცენტრში, ონკოლოგიურ ავადმყოფთა სხივური თერაპიის ოპტიმალური სქემების დამუშავებაზე მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. არის 140 სამეცნიერო ნაშრომისა და ხუთი პატენტის ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის რადიოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "როტაციული გამა-თერაპიის ეგმ-ს საშუალებით დაგეგმარების ზოგიერთი საკითხი", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "სიმსივნის რადიომგრძნობელობის პროგნოზირება თერმოგენეზის მიხედვით, მისი ზრდისა და რადიაციული ზემოქმედების პროცესში", დაიცვა 1989 წელს. 

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.192

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რადიოლოგთა და ონკოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს სამედიცინო ფიზიკის ასოციაცია, პრეზიდენტი

გააზიარე: