| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შორენა ვაშაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1986-988წწ. მუშაობდა ქ. ჭიათურაში ქვაციხის საუბნო საავადმყოფოს მთავარ ექიმად; 1992-1993წწ. გორის საავადმყოფოს ნევროპათოლოგად; 1999 წლიდან ქ. ბათუმის სადიაგნოსტიკო და აღდგენითი მკურნალობის ცენტრის ნევროლოგად. ხელმძლვანელობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ხარისხის სამსასურს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო პროგრამების მართვის დეპარტამენტს. არის 100-მდე სამეცნიერო შრომის, ერთი სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის ავტორი. ნევროლოგი, გეშტალტ-კონსულტანტი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრიის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სუიციდურ ქმედებათა სოციალურ-ფსიქოლოგიურ-კლინიკური ანალიზი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.207
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

