The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ მახვილაძე

ვლადიმერ მახვილაძე
დაბადების თარიღი:11 აგვისტო, 1872
გარდაცვ. თარიღი:1924  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვერის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქ. ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი თერაპევტის სპეციალობით 1896 წელს.

1896-1914წწ. ქ. თბილისის მიხეილის სახელობის საავადმყოფოს ორდინატორი. ქ. თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მე-14 ქართული ლაზარეთის მთავარი ექიმი (ლაზარეთი განთავსებული იყო სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარ შენობაში და ემსახურებოდა პირველ მსოფლიო ომში დაჭრილ მეომრებს); 1917 წლიდან ქ. სოხუმის საავადმყოფოს ორდინატორი. ახლად დამთავრებული ექიმი, უანგაროდ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას - უკითხავდა ლექციებს ჰიგიენაში ქ. თბილისის "საზაფხულო პედაგოგიკის კურსების მსმენელ ქალ-ვაჟთ". ცნობილია მისი მეგობრობა ვაჟა-ფშაველასა და ცნობილ კომპოზიტორთან ზაქარია ფალიაშვილთან. პრაქტიკოსი ექიმი-თერაპევტი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.535-537


გააზიარე: