The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამირან კუპრავა

ამირან კუპრავა
Date of birth:5 January, 1955  (71 years)
Category:Sculptor, Painter, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმი 1975 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1988 წელს.

1988 წლიდან მუშაობდა მხატვრის სახლთან არსებულ შემოქმედებით სახელოსნოში კედლის მხატვრობისა და დაზგური ფერწერის სინთეზის მიმართულებით; 1990 წელს პირველი, საკმაოდ წარმტებული საანგარიშო გამოფენა გააკეთა; 1993 წელს მიუხენში მიიწვიეს და ამ პერიოდიდან დაიწყო მისი წარმატებული მოღეაწეობა საქართველოს ფარგლებს გარეთ; ოთხი წელი იღვაწა მიუნხენში; წარმატებული გამოფენები ჰქონდა ვერკშტატში; მუშაობდა სახელოსნოში რომელიც ბერლინის საკათედრო ტაძარში იყო განთავსებული; იგი არის ბერლინის კედლის მოხატვის ერთ-ერთი ავტორი, ასევე ბერლინში გააკეთა შერეული ტიპის ქანდაკება ლითონსა და ხეში. მოაწყო გამოფენები: 1994-2015წწ. 17 პერსონალური გამოფენა გერმანიასა და საქართველოში; 1998-2015წწ. მონაწილეობა მიიღო 7 ჯგუფურ გამოფენაში გერმანიაში, საქართველოსა და თურქეთში. ფერმწერი, გრაფიკოსი, მოქანდაკე.

წყარო: ისინი ქმნიან ეპოქას: ოქროს წიგნი / დარეჯან სანიკიძე.-თბ.,2016.-გვ.211


Share: