The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე კალატოზიშვილი

ელენე კალატოზიშვილი
დაბადების თარიღი:7 იანვარი, 1954  (72 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი ქიმიკოსის კვალიფიკაციით 1979 წელს.

1978-2013წწ. იყო მებაღეობის, მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის: 1978-2006წწ.  ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების განყოფილების ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2013წწ. მეღვინეობის და ბიოქიმიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-2013წწ. თბილისის ყურძნის, ხილ-ბოსტნეულის წარმოების გადამუშავების, საქონელმცოდნეობის და სპეციალისტთა გადამზადების ინსტიტუტის ზოგადი და არაორგანული ქიმიის ლექტორი; 1998-2018წწ. კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის: 1998-2008წწ.  მეორადი ნედლეულის უტილიზაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2012-2015წწ. კვების პროდუქტების წარმოების ეკოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის: 2015-2018წწ. ღვინისა და ყურძნისეული წარმოების ალკოჰოლური სასმელების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 2018 წლიდან ღვინის და ჭაჭის არყის დეპარტამენტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ბიბლიოგრაფია

  • მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა : ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები : საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (თანაავტორი). - თბილისი, ტექნ. უნ-ტი, 2023. - 276გვ.. - ISBN: 9789941289460

გააზიარე: