The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია კოტორაშვილი

ლია კოტორაშვილი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, ტექნოლოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-ქიმიკოს-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1983 წელს; საქართველოს სასოფლო–სამეურნეო უნივერსიტეტის დოქტურანტურა კვების პროდუქტების ტექნოლოგიების სპეციალობით 2009 წელს.

1983 წლიდან იყო საქართველოს კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მენიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 2013-2024წწ. მანქანათმშენებლობისა და სატრასპოტო ფაკულტეტის კვების ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვეული პროფესორი; 2014-2024წწ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 89 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო. 2025 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სიგელით აგრარულ დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის. მიღებული მაქვს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირის საპატიო სიგელი, ვერცხლის მედალი მოსკოვში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე (1988). აკადემიური დოქტორი (2009).

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (2019-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: