| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანანა რუსიეშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1993-1995წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 1995-2001წწ. ამავე უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის დოცენტი; 2001-2006წწ. ინგლისური ფილოლოგიის კათედრის პროფესორი; 2006-2009წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2011-2014წწ. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი; 2009 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი (ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგე, ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ინგლისური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1990) და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1999). იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის ორი მოწვევის წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს რამდენიმე მოწვევის წევრი. ენის დაუფლების დარგობრივი საბჭოს წევრი. როგორც მკვლევარი მიწვეული იყო ოქსფორდისა (2001, 2002) და კემბრიჯის (2011) უნივერსიტეტებში. როგორც პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ინგლისის, იტალიის, პოლონეთისა და უნგრეთის უნივერსიტეტებში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია მრავალი სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომი. დაჯილდოებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით (2023). არის საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) პრეზიდენტი და შემდეგი პროფ. გაერთიანებების წევრი: ენის მოდელირების ასოციაციის; ბელგიის ლინგვისტური საზოგადოების; საერთაშორისო ლინგვისტური საზოგადოება კომუნიკაციის სტრატეგიების (ნოტინგემი, ინგლისი), შვეიცარიის გამოყენებითი ლინგვისტურ საზოგადოების. იგი არის ჟურნალ "Online Journal of Humanities ETAGTSU" მთავარი რედაქტორი, ჟურნალი რეგისტრირებულია ბევრ პრესტიჟულ სამეცნიერო ბაზაში; აგრეთვე არის ჟურნალ "ფილოლოგია" (სტუდენტური ჟურნალი) კონსულტანტი; სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა შემდეგ კურსებს: ინგლისური ფილოლოგია ბაკალავრიატის საფეხურზე: შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში, ლექსიკოლოგია, ინგლისური ენის სტილისტიკა, ბრიტანეთმცოდნეობის საფუძვლები; მაგისტრატურის საფეხურზე: ინგლისური ენის პრაქტიკული კურსი, ლექსიკური სემანტიკა, ინტერკულტურული კომუნიკაციის ლინგვისტური საფუძვლები, ტექსტის ლინგვისტიკა, მეტაფორის თეორია, ქართულ-ინგლისური ლიტერატურისა და კულტურული ურთიერთობები; მისი კვლევის სფეროებია: შედარებითი და შეპირისპირებითი ლექსიკოლოგია, სტილისტიკა, პრაგმატიკა, სოციოლინგვისტიკა, მეტაფორის თეორია; პოლიტიკური და გენდერის დისკურსი; გამოქვეყნებული აქვს 130-ზე მეტი შრომა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პერიოდულ გამოცემებში. ინგლისურ ენაზე თარგმნილი აქვს ლიტერატურისა და სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის არნოლდ ჩიქობავას, კ. კეკელიძისა და ივ. ჯავახიშვილის შრომები. არის რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე ფუნდამენტური პროექტის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა "ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემთა ბაზა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული, თურქული და არაბული ეკვივალენტებით)", რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე განსხვავებული კულტურების იდიომებისა და ანდაზების ფონდების მონაცემებთან შედარება–შეპირისპირებით, ქართული ენის იდიომებისა და ანდაზების ფონდების ელექტრონული ბაზის შექმნას; დასახელებული ენების იდიომებისა და ანდაზების ენათაშორისი ეკვივალენტობისა და მათი კულტუროლოგიური ასპექტების წარმოჩენას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (2009). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

