The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ინგა სანიკიძე

ინგა სანიკიძე
დაბადების თარიღი:9 სექტემბერი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1987 წელს; ასპირანტურა 1990 წელს.

1987 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კვლევის ცენტრის უფროსი ლაბორანტი; 1991-1996წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის მოწვეული მასწავლებელი; 1996-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ქართული ენის კათედრის მასწავლებელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი (2006); 2006-2009წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2019-2024წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (2009-დან), 2009-2014წწ. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი; 2005 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი; 2010 წლიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საგამომცემლო კოლეგიის წევრი; 2010 წლიდან ქართველური ენებისა და ქართული ლიტერატურის ქვემიმართულების ხელმძღვანელი; 2022 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი. სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ქართული ენის მორფოლოგიასა და სინტაქსს; ქართული მეტყველების კულტურას; ქართული წერისა და მეტყველების კულტურას; ქართული ენის პრაქტიკულ სტილისტიკას; ქართული ენის სწორმეტყველებასა და სტილისტურ რეზერვებს; ქართული იურიდიული დოკუმენტების ენასა და სხვ. მისი კვლევის სფეროებია: ქართული ენის მორფოლოგია და სინტაქსი; რუსთველის ენა; ლექსიკა-ლექსიკოლოგია; ფსიქოლინგვისტიკა; ქართული ენის ნორმალიზაციის საკითხები; სტილისტიკა; ქართული როგორც მეორე ენა და სხვ. აღსანიშნავია მისი წვლილი ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების სფეროში. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოქტორთან გათანაბრებული პირი (1995). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისის ასოცირებული პროფესორი (2006). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: