| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თემურ ფიფია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი დრანდა, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტროენერგეტიკოსის (ელექტრული ენერგიის წარმოება, გადაცემა, განაწილება) კვალიფიკაციით 2007 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინჟინრის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ელექტროენერგეტიკაში 2011 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხით 2017 წელს. 2006 წელს იყო ენგურჰესის ტექნიკური ავტომატიკაის და კავშირგაბმულობის ინჟინრის თანაშემწე; 2007 წელს GTS ელექტრონიქსის ტექნიკური განყოფილების ინჟინერ-ელექტრიკოსის ასისტენტი; 2008 წელს საკრუინგო სანაოსნო კომპანია EASTWIND ინჟინრის თანაშემწე; 2011-2019წწ. სს ენერგო პრო "ჯორჯიას" საშუალო და დაბალი ძაბვის ქსელისა და აღჭურვილობის ქვეგანყოფილების უფროსი; 2012 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი, ასისტენტ-პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2013), პროფესორი (2019). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

