| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირაკლი ნადარაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1999 წელს. ირაკლი ნადარაიას პოეზია გამოირჩევა მრავალფეროვანი მხატვრული სახეებით და ემოციური სიღრმით; მისი ლექსების ძირითადი თემებია: ადამიანი და სამყარო, იდუმალება, მეტაფიზიკური, ეზოტერიზმი - ეზოთერული მოტივები; მისი პოეზია ავლენს ინდივიდუალურ მხატვრულ ხელწერას, მისთვის დამახასიათებელ უნიკალურ სტილს და ლექსწყობას. რომელსაც ახასიათებს განუმეორებელი ჟღერადობა და სიტყვების ჰარმონია და მაგია. ირაკლი ნადარაია არის რამდენიმე საფორტეპიანო კონცერტის ავტორი; ასევე ცნობილია ირაკლი ნადარაიას მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი სიმღერა - სავარჯიშოები, რომელსაც ის ასრულებს "როგორც გარდაცვლილ ავტორებთან შეხვედრას"; 1998-2011 წლებში გაიმართა მისი პოეზიის და მუსიკის ეზოთერული საღამოები და სპექტაკლები თბილისში: "ძველი სახლი", "თეატრალური სარდაფი", "მსახიობის სახლი" - საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თბილისის სახელმწიო კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია, ლიტერატურული კაფე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავით სარაჯიშვილის სახელობის დარბაზი; მისი შემოქმედებითი საღამოები და სპექტაკლები გაიმართა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში: ევროპა, ამერიკა, ავსტრალია, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ფლორენციის უნივერსიტეტი, ბრიტანეთის ნაციონალური მუზეუმი, გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია, ჰარვარდის უნივერსიტეტი, სტოუნჰენჯი ( დიდი ბრიტანეთი), ლვოვის ლიჩაკოვის სასაფლაო, კოტორის სანაპირო (მონტენეგრო), ვატიკანის ბიბლიოთეკა; მისი პოეზია თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. 1993 წელს საქართველოს ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დედასთან ერთად მიენიჭა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის საპატიო წევრის წოდება; ოლღა დემურია-კოსტავას პირადი სურვილით მის მიერ შეგროვდა მიწა მერაბ კოსტავას საფლავიდან მთაწმინდაზე, რომელიც წაიღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვაზე ქალაქ გროზნოში. წყარო: ირაკლი ნადარაია - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში Contacts Information
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

