The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზექერია შერვაშიძე

ზექერია შერვაშიძე
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:1959  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

ზექერია შერვაშიძეს დიდი წვლილი მიუძღვის იმდროინდელ სამუსლიმანო საქართველოს ზოგიერთი პროცესის მოწესრიგებაში. იგი 1917 წლის თებერვალში აქტიურად მონაწილეობდა მოსახლეობის წარმომადგენელთა კრების მოწყობაში, რომელმაც აირჩია "ქართველ მუსლიმანთა კომიტეტი". ზექერია შერვაშიძე ამ კომიტეტის წევრად დაამტკიცეს. მემედ აბაშიძის თქმით, ამ კომიტეტის მიზანი იყო მოსახლეობაში თვითშეგნების ამაღლება, საქართელოს ისტორიული წარსულის გაშუქება და ხალხში საქართველოს ერთიანობის იდეის განმტკიცება, იმავე წლის შემოდგომაზე ზექერია შერვაშიძე მონაწილეობდა ბათუმის ოლქის მუსლიმანთა საქველმოქმედო საზოგადოების დაფუძნებაში, რომელიც დაუპირისპირდა თურქოფილთა ანალოგიურ ორგანიზაციას. ზექერია შერვაშიძე ამ საზოგადოების გამგეობის წევრი იყო. იგი ასევე შედიოდა სამუსლიმანო საქართველოს 20-კაციან დელეგაციაში, რომელიც 1916 წლის მარტში ეწვია კავკასიის მეფისნაცვალს და მოითხოვა სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაპატიმრებული აჭარლების გათავისუფლება. 4 მარტს ეს დელეგაცია შეხვდა მოწინავე ქართველ მოღვაწეებს, ბანკეტზე, რომელსაც 200 კაცი ესწრებოდა, გიორგი ყაზბეგი თამადობდა. აქ შთამბეჭდავი სიტყვები წარმოთქვეს ისკანდერ ცივაძემ და მემედ-ბეგ აბაშიძემ ("თეატრი და ცხოვრება", №11, 1910). ზექერია შარვაშიძე იყო XX საუკუნის დასაწყისის ბათუმელი საზოგადო მოღვაწე, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მუსლიმ ქართველთა კონსოლიდაციასა და აჭარის საქართველოში ყოფნისთვის ბრძოლაში, 1917 წელს ჩამოყალიბებული ქართველ მუსლიმთა კომიტეტის წევრი. 1917 წლის ბათუმის აზიზეის მეჩეთში გამართულ ყრილობაზე შევიდა ქართველ მუსლიმთა კომიტეტში (თავმჯდომარე მემედ აბაშიძე), რომლის მიზანი იყო მუსლიმი ქართველების გაერთიანება და საქართველოსთან კავშირის განმტკიცება. თუფან-ბეგ შერვაშიძის შვილი, ყადირ შერვაშიძის ძმა.

წყარო: ყადირ შერვაშიძე / რამაზ სურმანიძე.-თბ.,2001.-გვ.74


გააზიარე: