| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976 წელს იყო უფროსი ლაბორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრაზე; 2010 წლიდან არის ს. ჯანაშიას სახელობის მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. სხვადასხვა დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყავდა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები: "წინარექრისტიანული და ადრეფეოდალური ხანის ქართული მცირე პლასტიკა"; "თანამედროვე ქართული ქანდაკება"; "ქართული ხელოვნების ისტორია (ზოგადი კურსი)"; "მონუმენტური ქანდაკება"; "მუზეუმცოდნეობა"; "გასვლითი პრაქტიკა" (1976-2022). 1974-1977წწ. მონაწილეობდა ჟინვალის ექსპედიციაში. მისი კვლევის ძირითადი სფეროა ქართული ქანდაკების გენეზისი. იმოგზაურა ქვემო ქართლსა და ჯავახეთში, ადგილზე შეისწავლა სტელები, გააკეთა ფოტოფიქსაცია (1993). რის საფუძველზეც გამოსცა კატალოგი "ადრეფეოდალური ხანის ქართული სტელები" (1998). დაიცვა დისერტაცია თემაზე - "ადამიანის გამოსახულება საქართველოს უძველესი ხანის პლასტიკაში" (1981). ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

