The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კახაბერ ყალიჩავა

კახაბერ ყალიჩავა
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1991  (34 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის საბაკალავრო პროგრამა 2013 წელს; ამავე უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამა 2015 წელს.

2015–2019 წლებში სწავლობდა თსუ-ს ისტორიის სადოქტორო პროგრამაზე. მისი სადისერტაციო ნაშრომი: "კოსოვო, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი: კონფლიქტების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი" - მიეძღვნა თანამედროვე სეპარატისტული და პოსტსაბჭოთა კონფლიქტების შედარებით კვლევას. კვლევის ფარგლებში, პოლონურ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში: Warsaw East European Review გამოქვეყნებული სტატია: "Between Kosovan and Georgian Breakaway Regions’ Conflicts. Historical Analysis of the Differential Aspects of these Conflicts in the Post-Soviet Period"  - 2018 წელს დაჯილდოვდა წინანდლის პრემიით ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით. საბოლოოდ, სადისერტაციო კვლევა 2021 წელს გამოიცა მონოგრაფიის სახით, ქართულ ენაზე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით; 2025 წელს წიგნის ინგლისურენოვანი თარგმანი გამოიცა ვაშინგტონში. სამეცნიერო საქმიანობის პარალელურად, აქტიურად მუშაობს საგანმანათლებლო სფეროში. 2018 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულებით, სამაგისტრო საფეხურზე კითხულობს სალექციო კურსებს, როგორც ქართულენოვანი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის; ამავდროულად, 2017 წლიდან იგი არის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IBDP) ისტორიისა (History) და გლობალური პოლიტიკის (Global Politics) პედაგოგი "ახალ სკოლაში" (New School International School of Georgia), ასევე საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის ეგზამინატორი ისტორიისა და გლობალური პოლიტიკის საგნების მიმართულებებით. ისტორიის დოქტორი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - წინანდლის პრემიის ლაურეატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: