The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ზაქარაშვილი

თეიმურაზ ზაქარაშვილი
დაბადების თარიღი:27 აგვისტო, 1967  (58 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ხოვლე, კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1991 წელს.

1995 წლიდან მუშაობდა საქართველოს ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერ-თანამშრომლის, უფროს მეცნიერ-თანამშრომლის და მთავარ მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია). 2008 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია; 2018 წლიდან სრული პროფესორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის თანადამფუძნებელი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტ. ენდრიუს უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი, 2001-2002), ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტში (ესპანეთი, 2005-2006) და კოსმოსური კვლევების ინსტიტუტში (ავსტრია, 2009-2015). 2000-2004წწ. და 2007-20008წწ. სტუმრობდა ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტს, როგორც მიწვეული პროფესორი. 2022-2024წწ. ლექციებს კითხულობდა გრაცის უნივერსიტეტში (ავსტრია). 1998-2000წწ. იყო საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერი კანდიდატი და 2005-2006წწ. როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერი დოქტორი. მიენიჭა საქართველოს საუკეთესო სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის პრემია (2017). მისი ხელმძღანელობით შესრულდა 5 სადოქტორო დისერტაცია. სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებები: მზის და მზის ქარის ფიზიკა, მზე-დედამიწა კავშირები და კოსმოსური ამინდი, ვარსკვლავები და ეგზოპლანეტები, ტალღები და არამდგრადობები ასტროფიზიკურ პლაზმაში, დაკვირვებები დედამიწის ტელესკოპებიდან და კოსმოსური მისიებიდან. ორასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათგან 130 გამოქვეყნებულია საერთაშორისო რეფერირებულ ჟურნალებში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (1997), სადოქტორო დისერტაცია (2004). 

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


გააზიარე: