| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინელი გოგინაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ელექტრომექანიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი, ელექტრული მანქანები, ინჟინერელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით 1983 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2009 წელს. 1983 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, ელექტრომექანიკის მიმართულებით უფროსი ლაბორანტის, ასისტენტის, ასისტენტ პროფესორის, ასოცირებული პროფესორის პოზიციებზე; არის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამის კურატორი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. აკადემიური დოქტორი (2009), პროფესორი (2009). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

