| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინე გიუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფიზიკოსის, ბიოფიზიკოსის კვალიფიკაციით 1995 წელს; მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1999 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით ელექტროენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 2005 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით 2008 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტურანტურა 2012 წელს. 1998 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში: 1998-2012წწ. ენერგეტიკის ფაკულტეტი, ლაბორანტი, უფროსი მასწავლებელი; 2012 წლიდან ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. კითხულობს ლექციების კურსს შემდეგ საგნებში: ელექტრომაგნეტიზმი, ელექტრული წრედების თეორია და ელექტროტექნიკა. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიური დოქტორი, პროფესორი. წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

