| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია ცერცვაძე![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტრონული ტექნიკის ინჟინერის კვალიფიკაციით 1984 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის ასპირანტურა გამოთვლითი ტექნიკისა და მართვის სისტემების ელემენტებისა და მოწყობილობების სპეციალობით 1995 წელს. 1986 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი): 1986-2007წწ. ტექნიკური ელექტრონიკის კათედრა, ასისტენტი, ასისტენტ-პროფესორი; 2007-2013წწ. ელექტროენერგეტიკის, ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის დეპარტამენტი, ასისტენტ-პროფესორი, ასოცირებული პროფესორი; 2011-2019წწ. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი, ინფორმაციის გარდაქმნის პრობლემების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2013 წლიდან ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, მოწვეული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი. ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმის მონაწილე; 44 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2006). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

