| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურანდა ავქოფაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ბოლნისის რაიონი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი "ქიმიური და კვების პროდუქტების ექსპერტიზა" ქიმიური ტექნოლოგიის მიმართულებით ბაკალავრიატი 2009 წელს, მაგისტრატურა ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიის მიმართულებით 2011 წელს. სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს ნიადაგის დაბინძურების, რემედიაციის და აღდგენის ბიოტექნოლოგიების მიმართულებით. კვლევებს აწარმოებს ნიადაგის დაბინძურებისა და რეკულტივაციის მიმართულებით. მას აქვს მონაწილეობა მიღებული და ხელმძღვანელობდა სამეცნიერო პროექტებს როგორც ადგილობრივს ასევე საერთაშორისოს, მათ შორის: "სამთომოპოვებით გამოწვეული დეგრადირებული ნიადაგების რეკულტივაცია" (2023–დან), "ოქროს საწარმოს მიერ დაბინძურებული ნიადაგების ფიტორემედიაცია" (2015–2016), კანცეროგენული დამაბინძურებლები სუნელებში, სანელებლებსა და მწვანილებში და მათი მავნე ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე (ფულბრაითი, ა.შ.შ. სახელმწ. დეპარტამენტი, 2019), "საქართველოს დაბინძურებული ნიადაგების ეკომონიტორინგი და რემედიაციის ბიოტექნოლოგიური სქემის შემუშავება" (2014); მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ტყვიის დაბინძურების თვალსაზრისით, მისი კვლევები და სამეცნიერო ანგარიშები საფუძვლად დაედო საქართველოში მნიშვნელოვანი კანონპროექტებისა და დებულებების შემუშავებას, რომელმაც ხელი შეუწყო ტყვიის კვლევებს, მისი შემცირების და გავრცელების პრევენციას: სურსათში ტყვიასთან ასოცირებული რისკის შეფასების ანგარიში, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (2018), თბილისში მცხოვრებ 17 ოჯახში ტყვიის, როგორც დამაბინძურებელი ნივთიერების, წყაროების შესწავლა (2019), გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში. პარლამენტი (2020); იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან და კვლევით ორგანიზაციებთან; სტაჟირება გაიარა შემდეგ უნივერსიტეტებში: შვეიცარიის ფედერალური კვლევითი ინსტიტუტი (WSL, 2022), მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი (აშშ, ამჰერსტი, 2019-2020), არგონის ნაციონალური ლაბორატორია (აშშ, არგონი, ილინოისი, 2018), სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტი, ა.შ.შ. (2016), დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტი, ა.შ.შ. (2015), ჯორჯიის უნივერსიტეტი - სავანა რივერისეკოლოგიური ლაბორატორია (აშშ, 2014); არის არაერთი სამეცნიერო სტატიის და მონოგრაფიის ავტორი. მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფია "ნიადაგების ფიტორემედიაცია" (2016), "საქართველოს ზოგიერთი ინდუსტრიული რეგიონის ნიადაგებში მძიმე ლითონების შემცველობა" (2022), რომელიც ეხება ნიადაგების ფიტორემედიაციასა და ნიადაგების დაბინძურების კვლევებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი "ტექნოგენურად დაბინძურებულ ნიადაგებზე მძიმე ლითონთა ფიტომიგრაცია" (2018). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელ. ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი, 2025 წლიდან გამოყენებითი კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

