The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინა ჟვანია

ნინა ჟვანია
ოფიციალური სახელი:ნინო ჟვანია
დაბადების თარიღი:22 დეკემბერი, 1917
გარდაცვ. თარიღი:ივნისი, 1990  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1938 წელს.

1938-1948წწ. მუშაობდა საქართველოს ალლკ თბილისის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად, ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ, საქართველოს ალკკ ფოთის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად, საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის მდივნად; 1948 წელს გადაჰყავთ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში პასუხისმგებელ ორგანიზატორად; 1949-1952წწ. პარტიის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანია, ხოლო 1958-1954წწ. საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანი; შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასზვა პასუხსაგებ თანამდებობაზე, ხოლო 1964-1990წწ. იყო თბილისლის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე. არაერთხელ იყო არჩეული საქართველოს ცენტრალური კომიტეტისა და თბილისის კომიტეტის წევრად, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს და თბილისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს დეპუტატად. დააჯილდოებული იყო ექვსი ორდენით და მრავალი მედლით. ვანო ზოდელავას დედა, გივი ჟვანიას და.

წყარო: ნინო ჟვანია : თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, 1917-1990 : ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1990. - 12 ივნისი. -გვ.3; 1967 წლის 19 მარტი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღეა. ყველანი არჩევნებზე! : ხმა მიეცით დეპუტატობის კანდიდატს ნინო ჟვანიას : [პლაკატი]. - თბ. : პოლ. კომბინატი, 1967; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: