| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა უშვერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1966წწ. იყო ქ. დუშეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი-თერაპევტი; 1966-1967წწ. ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ექიმი-თერაპევტი; 1967-1973წწ. საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის განყოფილების ჯერ უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; კურორტ შოვისა და უწერას ექიმ-თერაპევტი (1973-1977, პარალელურად და სეზონურად); 1978-1982წწ. ქ. თბილისის V კლინიკური საავადმყოფოს II თერაპიული განყოფილების ექიმი-თერაპევტი; უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1978); 1982-1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის შინაგან სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1995-2002წწ. დოცენტი; ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის და სასწავლო-მეთოდური რეკომენდაციის; მისი სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელოები, დამტკიცებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო-მეთოდური საბჭოს მიერ: "კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დიაგნოსტიკა" (1998) და "ჰიპერტონული დაავადებების დიაგნოსტიკა" (1999); მისმა ნაშრომმა "მარხვის ზეგავლენის შესახებ ზოგიერთი დაავადების მიმდინარეობაზე" დიდი გამოხმაურება ჰპოვა; სისტემატურად ატარებდა პრაქტიკულ მეცადინეობებს სტუდენტებთან. აქტიური მონაწილე იყო სტუდენტთა სამეცნიერო წრისა და სასწავლო-კვლევითი მუშაობის, მისი ხელმძღვანელობით მომზადდა რამდენიმე სამეცნიერო და სასწავლო კვლევითი ნაშრომი; 1998 წელს კათედრის მიერ წარდგენილი იყო წლის საუკეთესო პედაგოგად; მონაწილეობას ღებულობდა სწავლების ავტომატიზებული სისტემის შექმნაში ინფორმატიკისა და ჯანმრთელობის დაცვის კომპლექსური ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად; იყო I კლინიკური საავადმყოფოს I ქირურგიული განყოფილებისა და მე-10 პოლიკლინიკის კონსულტანტი; იყო ქ. თბილისის თერაპიულ, პათოფიზიოლოგთა, გერონტოლოგთა და გერიატრთა სამეცნიერო საზოგადოებების წევრი; დაჯილდოებული იყო რამდენიმე საიუბილეო მედლით. ექიმი-თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ფიზიოლოგიური და პათოფიზიოლოგიური ძვრების მძიმე ტრავმული შოკისა და სისხლის მწვავე დაკარგვის ჰიპერბარული ოქსიგენოთერაპიის დროს", დაიცვა 1972 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.665-669
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

