| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ ალანია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1990 წელს. თანაავტორებთან ერთად სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში გამოცემული აქვს სტატიები: "Geology and Geodynamics of the lithosphere of Georgia 1:200000-scale Digital Geological Map and Explanatory Note of Georgia" (M. Nodia Geophysical Institute, proceedings v.LXXIV. ISSN 15121135. Tb., 6 sheet maps and 1 sheet legend, 2020); "საქართველოს ლითოსფეროს გეოლოგია, სიღრმული აგებულება, გეოდინამიკა და ევოლუცია" (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი, 2020); "კარსტული წყლების მარაგების შეფასება ალაზნის აუზში, საქართველო" (მოამბე №1, ტ. 17, 2023); "ნასხლეტების არსებობის სეისმური დასაბუთება რიონის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის ფარგლებში, საქართველო" (მოამბე №4, ტ. 17, 2023). დაიცვა დისერტაცია თემაზე - "მტკვრის ფორლანდის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის გეომეტრია, დეფორმაციის ასაკი და კინემატიკური მოდელირება" (2013) და მიენიჭა გეოლოგიის აკადემიური დოქტორის წოდება; ინჟინერ-გეოლოგი; გეოლოგიის დოქტორი (2012). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

