| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თამარ ალექსიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1986 წელს; მაძიებელი 1988 წელს. 1989-1991წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად; 1991-1998წწ. უფროს ლაბორანტად; 1998-2006წწ. ასისტენტად; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "შიდა ქართლის ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაცია" (2005); ავტორის მიერ განხილულია რელიეფის, ნიადაგ-მცენარეული საფარის, შიდა წყლების, ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაციის აქტუალური საკითხები, ბუნების სტიქიური მოვლენების განვითარების საწინააღმდეგო ღონისძიებები. უმაღლესი სკოლის 5 სახელმძღვანელოს თანაავტორია, გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნიერო ნაშრომი. ის მონაწილეობას იღებდა პროექტში (მენეჯერი) "საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტერაქტიული ისტორიულ-გეოგრაფიული რუკის და საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის შექმნა" (დონორი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი). არის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი; კითხულობს ლექციებს საგანმანათლებლო პროგრამების ორივე საფეხურზე (ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში). გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (2005). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

