| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რაფიელ ყაზბეგი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სტეფანწმინდა. რაფიელ ყაზბეგი დაიბადა პოდპორუჩიკ ნიკოლოზ ყაზბეგისა და სალომე დუდაროვას ოჯახში. მისი პაპა იყო სტეფანწმინდის მოურავი და ხევის გამგებელი გაბრიელ ყაზბეგი. 1873-1874 წლებში პეტერბურგში არსებობდა ქართველ სტუდენტთა რევოლუციურ-ხალხოსნური წრე, რომელიც ჟანდარმერიის საბუთებში "ქართველთა წრედ" მოიხსენიებოდა. მასში შედიოდნენ პეტერბურგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტები რაფიელ ყაზბეგი, მიხეილ ყიფიანი, პეტერბურგის სამეანო კურსების მსმენელი ელისაბედ ყაზბეგი და სხვ. 1874 წელს ამ წრემ რაფიელ ყაზბეგი უკრაინაში ხალხში რევოლუციური პროპაგანდის გასაწევად გააგზავნა. 1874 წლის ოქტომბერში იგი დააპატიმრეს, გათავისუფლდა 1876 წლის 19 თებერვალს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რაფიელ ყაზბეგი კარგა ხანს მსახურობდა პეტერბურგში რკინიგზის სამმართველოში. რაფიელ ყაზბეგმა გაზეთ "ნოვოე ობოზრენიეს" ფურცლებზე ხელმოუწერელად გამოაქვეყნა ორიგინალური მოთხრობა "ხანჯალი", ხოლო "ივერიაში" 1900 წლის №90 ნომერში დაბეჭდა პატრიოტული სტატია "მივეგებოთ განღვიძებას"- ქართული ხალხური მუსიკალურ-ფოლკლორული მასალების შეკრება-გამოცემის შესახებ. რაფიელ ყაზბეგი, ისევე როგორც მისი და-ძმები, აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. ერთხანს იგი სათავეში ედგა "ტფილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებას". 1891 წელს რაფიელ ყაზბეგის თაოსნობით თბილისის რკინიგზის დეპოსთან გაიხსნა ბიბლიოთეკა. მან სახელი გაითქვა, როგორც ნიჭიერმა ინჟინერ-გამომგონებელმა და მეცნიერმა. 1885 წელს გაზეთი "დროება" წერდა: "მაისის 16-ს აკლიმატიზაციურ ბაღში გამოსცადეს რ. ყაზბეგის გაკეთებული სანიავებელი მაშინა". რაფიელ ყაზბეგს ეკუთვნის მექანიკის მოკლე კურსი.1879 წლიდან რაფიელ ყაზბეგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში, კახეთის რკინიგზის აქციონერთა გამგეობის წევრი. გაბრიელ ყაზბეგის შვილიშვილი, ნიკოლოზ ყაზბეგის შვილი, ელისაბედ (ლიზა), ოლღა, დიმიტრი (მიტკა), ივანე (იან) და გიორგი ყაზბეგების ძმა. წყარო: მასალები ალექსანდრე ყაზბეგის ბიოგრაფიისათვის : ყაზბეგების საგვარეულოს მოღვაწენი / ვანო შადური.-თბ.,1985.-გვ.75-79 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

