| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვანო შადური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ყაზბეგი. დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და ასპირანტურა. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1930 წლიდან, როდესაც ჟურნალ "დროშაში" გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა "მრისხანე მთა". მას შემდეგ მისი ლიტერატურული კრიტიკული წერილები, სტატიები, მონოგრაფიები სისტემატურად ქვეყნდებოდა ლიტერატურულ და სამეცნიერო პერიოდიკაში. იკვლევდა რუსულ ლიტერატურას "გრიბოედოვი და ქართული კულტურა", "ნიკოლოზ გოგოლი", "რუსი მწერლები საქართველოზე", "ბესარიონ ბელინსკი", "ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ", "პუშკინი და ქართელი საზოგადოებრიობა". იყო თანაავტორი ქართულ ენაზე გამოცემული "რუსული ლიტერატურის ისტორიის" სამტომეულისა, ასევე მრავალი კრებულის შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი. წლების მანძილზე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურის ისტორიის კათედრის გამგედ, გაზეთ "პრავდის" საკუთარ კორესპონდენტად საქართველოში, არჩეული იყო სსრკ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ლიტერატურათმცოდნეობის სექციის, სსრკ განათლების სამინისტროს სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს პრეზიდიუმის, სსრკ მეცნიერებთა აკადემიის პუშკინის კომისიის წევრად, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის სსრკ ხალხთა ლიტერატურის სექციის თავმჯდომარედ. 1941 წელს მონოგრაფიისათვის "რუსულ-ქართულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიისათვის" მიენიჭა ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, ხოლო 1955 წელს მონოგრაფიისათვის "დეკაბრისტული ლიტერატურა და საქართველო" ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოტორის წოდება. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: ვანო შადური : [კრიტიკოსის გარდაცვალების გამო] // ლიტერატურული საქართველო. - თბილისი, 1988. - 23 დეკემბერი. - გვ.16 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

