| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამირან ამბროლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1977 წელს იყო მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პირველი ქართველი გამარჯვებული. მუშაობდა ლონდონისა და საუსჰემპტონის უნივერსიტეტებში სამეცნიერო მიმართულებით (მანქანური სწავლება - ხელოვნური ინტელექტი, ინგლისი). საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელად; იყო მაქსის ფაკულტეტის დეკანი (მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების). იყო თბილისის თავისუფალი სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორი. შედგენილი აქვს საავტორო სალექციო კურსი "აზროვნების მათემატიკური წესი", რომელიც მოიცავს 30-მდე ლექციას და პოპულარულსა და სახალისო ფორმით ფარავს მათემატიკის თითქმის ყველა მსხვილ მიმართულებას და გამოყენების სფეროს. ეს კურსი ეკითხება თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს. გამოცემული აქვს სამეცნიერო-პოპულარული წიგნი "1+1=10", სადაც სათავგადასავლო ნაწარმოების ფაბულაში ჩართულია უამრავი სახალისო ლოგიკური თავსატეხი. მის სამეცნიერო კვლევის ინტერესებს წარმოადგენს: აპროქსიმაციათა თეორია, ორთოგონალური სისტემები, დინამიური სისტემები, მანქანური სწავლება და ხელოვნური ინტელექტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

