| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტაისა საავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ნიკოლაევი (უკრაინა). ესტრადის მსახიობი, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის მიუზიკ-ჰოლების სოლისტი, მხატვრული სტვენის ოსტატი. განსაკუთრებით პოპულარული იყო XX საუკუნის 30-იან წლებში. მისი რეპერტუარი მოიცავდა არა მარტო საესტრადო, არამედ კლასიკურ ნაწარმოებებსაც. მათ შორის, ვარიაციებს ჯ. ვერდის, დონიცეტის, ალიაბიევის და სხვათა შემოქმედებიდან. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ი. ბოგოსლოვსკის "ბულბულის ტანგო" (1941). თანამედროვეთა და კრიტიკოსთა შეფასებით მისი ხმა ფარავდა ორნახევარ ოქტავას. ჩაწერილი აქვს რამდენიმე გრამფირფიტა, ასევე გადაღებულია მხატვრულ ფილმებში: "ფრთოსანი მღებავი" (1936), "ბულბული" (1937), "ახალგაზრდობის მიწა" (1941). დრამატურგ გიორგი მდივანის მეუღლე. წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.332; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

