| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან სიმონიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ვაქირი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა ქ. სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმი 1935 წელს; თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტი 1939 წელს. 1939-1941წწ. მუშაობდა თერაპიის სტომატოლოგიის კათედრაზე ორდინატორად; 1941-1948წწ. ამავე კათედრის ასისტენტად; 1948-1956წწ. ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტად; 1956-1964წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიის პოლიკლინიკის თერაპიული განყოფილების გამგე; 1964-1977წწ. რესპუბლიკური სტომატოლოგიის პოლიკლინიკის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1977-1981წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1981 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; არის 50 სამეცნიერო, სასწავლო და პრაქტიკული ნაშრომის ავტორი. დაჯილდოებულია ბევრი მედლით, სიგელითა და მადლობით. უმაღლესი კატეგორიის ექიმი - სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კლინიკურ-მორფოლოგიური თავისებურებანი ზოგიერთი ქრონიკული სპეციფიკური ავადმყოფობის დროს", დაიცვა 1966 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.693-695 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

