| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ხუბუნაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჩხოროწყუ. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1996 წელს; თბილისის ბიზნესისა და საგარეო ურთიერთობების ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი 2006 წელს. 1997-2000წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში; 2001-2003წწ. საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა პოზიციაზე; 2004-2012წწ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს საფინანსო-ადმინისტრაციული და საფინანსო დეპარტამენტების უფროსად; 2013-2014წწ. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსად; 2014-2019წწ. იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ეკონომიკური სამსახურის უფროსი; 2019-2021წწ. სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე; 2021-2023წწ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; 2023-2024წწ. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე და იმავდროულად სსიპ კინემატოგაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

