The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის დაღუნდარიძე

ბორის დაღუნდარიძე
დაბადების თარიღი:2 ივლისი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტიუტის (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკის ფაკულტეტი ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით; ერევნის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტურა.

1970-2006წწ. მცირე სიმძლავრის ელექტრული მანქანების ტექნოლოგიის სამეცნიერო საკვლევი საკონსტრუქტორო ინსტიტუტი, გრაგნილების წარმოების ლაბორატორია, გამგე; 1979-1983წწ. ელექტროტექნიკური მრეწველობის სამინისტროს ერევნის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი, ელექტრული მანქანების სპეციალობაში, ლექტორი; 2004-2009წწ. სააქციო საზოგადოება "მინა", ტექნიკური პერსონალის სწავლება, ტექნიკური კონსულტანტი; 2014 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი, ელექტრომექანიკის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ტექნიკის აკადემიური დოქტორი (2006), პროფესორი (2014). 

წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge


გააზიარე: