| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე ფანცხავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ინჟინერ-კონსტრუქტორ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1990 წელს; საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნის კვალიფიკაციით 1995 წელს; დოქტურანტურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე 2012 წელს. 1984 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (შემდგომში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად; 2013 წლიდან დღემდე არის სტუ-ს, თბოენერგეტიკული დანადგარებისა და ენერგოეფექტურობის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი; თბოენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის თემაზე აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებული სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალებში, მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ფორუმებსა თუ და კონფერენციებში. ერთერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორია სტუდენტთა ღია სამეცნიერო კონფერენციისა - "ენერგეტიკა და გარემო", რომელიც (2018-2019), ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე. 75 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის აკადემიური დოქტორი (2012), პროფესორი (2013). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

