| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინა არაბიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ირკუტსკი, რუსეთის ფედერაცია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1995 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა 2006 წელს. 1987-1988წწ. მუშაობდა გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარ სამმართველოში ტექნიკოსად; 1995-1997წწ. ხელოვნების მენეჯერთა მომზადების უმაღლესი სასწავლებლის ისტორიის კათედრის უფროს ლაბორანტად; 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; საქართველოს საპატრარქოს არქივის თანამშრომელი (2006); კრებულის "ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები" რედ. მოადგილე (2023). არის 45-ზე მეტი ნაშრომის, 2 წიგნის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის სრულიათ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდისა და საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტების ავტორი/თანაავტორი. ძირითადად იკვლევს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან (1917), მისი უფლებების განხორციელებასთან, მის წინააღმდეგ რუსული ეკლესიის, "განახლების მოძრაობისა" და საბჭოთა ხელისუფლების ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებს, აგრეთვე მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა მხრიდან საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღიარების (1990) პროცესს; ახლადგამოვლენილი წყაროების საფუძველზე გამოიკვლია ზოგიერთი ქართველი მოღვაწის წვლილი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურ უფლებათა აღდგენა-განხორციელებაში. მისი ინტერესის სფეროა დავით სარაჯიშვილის (1848-1911) მოღვაწეობის კვლევა, ჰაიდელბერგის არქივში მოპოვებული მასალის საფუძველზე დაადგინა მისი ბიოგრაფიის უცნობი დეტალები. ისტორიის დოქტორი (2006). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

