| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რიფათ გეგიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ახო, ქედის რაიონი. დაამტავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე განაწილებით დაიწყო მუშაობა ყაზახეთის რესპუბლიკის კუსტანაიას ოლქის ფროლოროვკის რაიონის უკრაინის უბნის საავადმყოფოს მთავარ ექიმად და ქირურგად; 1968-1970წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სოცჰიგიენისა და პედიატრიის ფაკულტეტების ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ორდინატორი; 1970-1971წწ. ქ. თბილისის გაერთიანებული სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი; 1971-1976წწ. ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ექიმი-ორდინატორი; 1976-1978წწ. ქობულეთის რაიონის მთავარი ექიმის მოადგილე სამკურნალო დარგში; 1978-1987წწ. ქობულეთის რაიონის მთავარი ექიმი; 1987-2005წწ. ქობულეთის რაიონის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; მან რამდენჯერმე აიმაღლა კვალიფიკაცია ქ. თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში - სანიტარულ ჰიგიენაში და ჯანდაცვის ორგანიზაციაში, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ქირურგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში, ტრავმატოლოგიაში, გადაუდებელ ქირურგიაში; მისი ინიციატივით რაიონის ცენტრში 1981 წელს გაიხსნა სისხლის გადასხმის სადგური, ჩამოყალიბდა ახალი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სამსახური, საავადმყოფოში გაიხსნა ინტენსიური თერაპიის პალატა, მომზადდა რეანიმაციის განყოფილების გახსნისათვის ნიადაგი; არის რამდენიმე საინტერესო გამოკვლევის ავტორი; რამდენჯერმე იქნა არჩეული ადგილობრივ ხელმძღვანელ ორგანოებში. დაჯილდოებული იყო მადლობებითა და სიგელებით. ექიმი-ქირურგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.713-714
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

