| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის სპეციალობით 1974 წელს. 1973-1977წწ. იყო ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უფროსი ტექნიკოსი; 1977-1978წწ. სტაჟორ-მკვლევარი; 1978-1979წწ. მოსკოვის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის სტაჟორ-მკვლევარი; 1983-1984წწ. სანქტ-პეტერბურგის ციტოლოგიის ინსტიტიტის მკვლევარი; 1979-1986წწ. ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986-1994წწ. მეცნიერ-თანამშრომელი; 1994 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; გარემოს დაცვითი ბიოტექნოლოგიის ცენტრის, ე. ო. ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის, ციკლოტრონის გზა 1 თანამშრომელი (აშშ, ბერკლი, კალიფორნია, 94720, 2002); ნინო ასათიანი შეტანილია საერთაშორისო ენციკლოპედიაში "ვინ ვინ არის მედიცინასა და ჯანდაცვაში"; 2007-2008წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე კითხულობდა მოლეკულური უჯრედული ბიოლოგიის სამაგისტრო ლექციების კურსს; "ბიოჩიპების ტექნოლოგიის თანამედროვე მიღწევების" სალექციო კურსს პორტსმუთის უნივერსიტეტის ფარმაციისა და ბიოსამედიცინო მეცნიერების სკოლის დოქტორანტებისთვის (დიდი ბრიტანეთი, 9-13 ივნისი, საზაფხულო სკოლა, 2014); ასევე 2006-2008წწ. იყო მასობრივი განადგურების (ქიმიური იარაღი) გაუვრცელებლობის საერთაშორისო კონტროლის პროგრამის ინსტრუქტორი (აშშ, DOE); მონაწილეობდა საერთაშორისო და ადგილობრივ გრანტებში, პროექტებში; ნ. ასათიანის კვლევების შედეგები პრეზენტაციების სახით წარდგენილია 27 საერთაშორისო კონფერენციაზე; გამოქვეყნებული აქვს სულ 75 სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში. ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1985), აკადემიური დოქტორი, ბიოქიმიკოსი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

