The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკო დადიანი

Date of birth:26 October, 1844
Date of death:12 October, 1896  (at 51 years)
Burial location:სენაკის მაზრის სოფელი ბეთლემი
Category:Medical Doctor, Translator, Poet, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სვირი, შორაპნის მაზრა.

ქ. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ თვითგანათლება მიიღო მამისეულ ძალზე მდიდარი ბიბლიოთეკის გამოყენებითა და ხალხში გასვლით. მისი ლექსები, პუბლიცისტური სტატიები, თარგმანები (შექსპირის პიესები, ჟოზე (ხოსე) მარია ერედიას, თ. სოლოგუბისა და სხვათა ნაწარმოებები) იბეჭდებოდა XIX საუკუნის 60-90-იანი წლების ჟურნალ-გაზეთებში ("დროება", "ივერია", "კვალი", "მოამბე"). ავტორია ბელეტრისტული, დრამატურგიული, ისტორიული და ფილოსოფიური თხზულებებისა. მისი ქველმოქმედება შემოიფარგლებოდა საქართველოს მოსახლეობისათვის მაღალკვალიფიციური პრაქტიკული-სამედიცინო დახმარებით. ამიტომ მას და მის სახლში სოფელ ბეთლემში (სენაკის მაზრა) გახსნილი საავადმყოფო (ქსენონს) მუდამ სავსე იყო დასავლეთ საქართველოს მოსახლეობით. იგი უანგაროდ სინჯავდა, უწერდა რეცეპტებს, საჭიროების შემთხვევაში აწვენდა ავადმყოფს ქსენონში, ხოლო ღარიბებს წამლის ფულისა და მკურნალობის ხარჯებსაც თვითონ იღებდა (იხ. გაზეთი"ივერია", 1877, N294, გვ.3 და ჟურნალი "მოამბე", 1897, N1). ნიკოლოზ ტარიელის ძე გარდაიცვალა ტავრიდის გუბერნიის სოფელ აგაიამანში. თვითნასწავლი მკურნალი, ქველმოქმედი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.725-726


Share: