The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაიოზ ფაცაცია

გაიოზ ფაცაცია
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1951
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 1993  (42 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი ვარჩე, გულრიფშის რაიონი
კატეგორია:სამხედრო პირი, საქართველოს გმირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ, მუშაობდა დრანდის სამშენებლო კომბინატში. აფხაზეთის კონფლიქტის დროს იყო 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის პირველი ასეულის მე-3 ოცეულის მეთაური. აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ ყველა საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 10 აპრილს ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიჭრა. მკურნალობის დამთავრებამდე ისევ დაუბრუნდა თავის ბატალიონს. დაიღუპა 1993 წლის 3 ივლისს, მტრის მიერ დესანტის გადმოსხმისას, თავდაცვით ბრძოლაში მონაწილეობის დროს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი აფხაზეთის ომში.

წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.406


გააზიარე: