| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ ლომოური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს. 1943-1944წწ. იყო ქ. თბილისის ევაკოჰოსპიტლის ექიმი-ორდინატორი; 1944-1946წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კლინიკის ექიმი-ორდინატორი; 1946-1956წწ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უმცროსო მეცნიერ-თანამშრომელი; 1956-1967წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1967-1977წწ. აკადემიკოს მიხ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გულის ქრონიკული იშემიური დაავადების განყოფილების უფროსი. იგი 100 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. ნაშრომები ეძღვნება გულ-სისხლძარღვთა დაავადების აქტუალურ საკითხებს, რომლებიც იბეჭდებოდა კარდიოლოგიის ინსტიტუტის შრომათა კრებულებში და სხვადასხვა სამედიცინო ჟურნალებში. იგი მონაწილეობდა სამეცნიერო კონგრესების, ყრილობების, კონფერენციების და სესიების მუშაობაში (ქალაქები: პრაღა, მოსკოვი, ლენინგრადი, ნოვოროსიისკი, ბაქო, ერევანი). დაჯილდოებული იყო მადლობებითა და სიგელებით. ექიმი-კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები კაპილარების განვლადობის, პლაზმის ცილებისა და ნარჩენი აზოტის მდგომარეობის შესახებ ჰიპერტონიული დაავადების დროს", დაიცვა 1955 წელს. წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.759-761 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

