| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა ასანიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მერევი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის და კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის სპეციალობით 2008 წელს; ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით 2011 წელს. 2011-2020წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2020 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ინსტიტუტის გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მისი კვლევის თემატიკა დაკავშირებულია კარსტული ლანდშაფტის შესწავლასთან. ძირითადი სამეცნიერო მიმართულებაა კარსტულ-სპელეოლოგიური, გეომორფოლოგიური, პალეოკლიმატოლოგია. 2013 წლიდან სამეცნიერო-კვლევითი ვიზიტით იმყოფებოდა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მათ შორის ბარის უნივერსიტეტი, იტალია (2013), ნიუ მექსიკოს უნივერსიტეტი, აშშ (2014), დასავლეთი კენტუკის უნივერსიტეტი, აშშ (2015), სამხრეთი ფლორიდის უნივერსიტეტი, აშშ (2016), ბოლონიის უნივერსიტეტი და იტალიის სპელეოლოგიის ინსტიტუტი, იტალია (2017), მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი, აშშ (2019, 2020), ბაზელის უნივერსიტეტი, შვეიცარია (2022), დასავლეთ კენტუკის უნივერსიტეტი, აშშ (2023), პიზას უნივერსიტეტი, იტალია (2023). მრავალი წელია არის სხვადასხვა პროფესიული თუ სამეცნიერო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენელი, მათ შორის ევროპის გეომეცნიერებათა კავშირის წევრი, ევროპის სპელეოლოგიის ფედერაციის ოფიციალური დელეგატი საქართველოდან. SISAL-ის (სპელეოთემების იზოტოპური სინთეზი და ანალიზი) სამუშაო ჯგუფის რეგიონალური კოორდინატორი საქართველოდან. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტებს, რომლებიცაა საქართველოს პრეზიდენტის გრანტი ახალგაზრდა მეცნიერთათვის (2013). უცხოეთის სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირების გრანტები (2014, 2016). დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გრანტი (2015). ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების ხელშეწყობის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები (2018, 2022). ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი (2019). სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის Fulbright Scholar Fellowship (2019) და EU Fellowship for Georgian Researchers სტიპენდია (2023). აგრეთვე, სამჯერ იყო განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი (2017, 2019, 2023), მონაწილეობა აქვს მიღებული 50-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და კონგრესზე. არის 45 სამეცნიერო სტატიის და 5 მონოგრაფიის ავტორი და თანაავტორი, სტატიები გამოქვეყნებული აქვს საერთაშორისო მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში. 2017 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე "რაჭის კირქვული მასივის სპელეო-გეომორფოლოგიური კვლევა" (2017). გეოგრაფიის დოქტორი. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

