The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ასლანიდი

გიორგი ასლანიდი
დაბადების თარიღი:17 თებერვალი, 1916
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 1990  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მწვრთნელი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კიშინიოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის სპეციალობით.

1964-1989წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილე ფიზიკის ფაკულტეტზე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა შეჯიბრებებში. ფიზიკა-მათემატიკის კანდიდატი (1950). მიენიჭა დოცენტის წოდება სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ფიზიკის მყარი სხეულების კათედრაზე (1955). გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

ბიბლიოგრაფია

  • ელექტრომაგნეტიზმი : ლექციების კურსი ფიზიკის ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. ელექტრული დენი (ავტორი) // ნაწ.2. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1992. - 140გვ.
  • ელექტრომაგნეტიზმი : ლექციების კურსი ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ელექტროსტატიკა (ავტორი) // ნაწ.1. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1989. - 128გვ.
  • ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკაში : სახელმძღვ. სას.-სამ. ინ-ტის საინჟ. და აგრონ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, საქ. სას.-სამ. ინ-ტის გამ-ბა, 1961. - 314გვ.

გააზიარე: