| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა ფხაკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ფარცხანაყანები, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა კ. ლესელიძის სახელობის რესპუბლიკური საშუალო სპეციალური სასწავლებელი 1985 წელს; მოსკოვის უმაღლესი სასაზღვრო-სამეთაურო სასწავლებელი ლეიტენანტის ჩინით 1989 წელს. სასწავლებლის ამთავრების შემდგომ განაწილებით მუშაობდა ბათუმში, 4 თვის შემდეგ გადავიდა ქუთაისის პოლიციაში. პარალელურად სწავლობდა თბილისის მილიციის უმაღლეს სკოლაში. ქუთაისის პოლიციიდან გაიწვიეს სამაჩაბლოში, შემდეგ მონაწილეობდა ხობთან შეტაკებაში. 1993 წლის 9 ივლისს გაიწვიეს აფხაზეთში, 10 ივლისს დაიჭრა სოფელ შრომასთან. 12 ივლისს კი გარდაიცვალა აგუძერაში. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. წყარო: უკვდავება : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის შიდა ქართლსა და აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ბიოგრაფიები. ნაწილი 2 / საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.-თბ.,2004.-გვ.409-411
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

