| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლანა ახვლედიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახმეტა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1971-2010წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიის თანამშრომლად, უმცროსი ლაბორანტიდან უფროს მეცნიერ-მუშაკამდე. დაცული აქვს დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. არის სამი გამოგონების ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 37- მდე სამეცნიერო შრომა; მონაწილეა სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციების. სამეცნიერო ინტერესები: ნახევარგამტარული მასალების მიღება, მათი ელექტრული და ოპტიკური თვისებების შესწავლა და მათ ბაზაზე ელექტრული ხელსაწყოების შექმნა. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

