The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ვაშაკიძე-ციციშვილი

ნინო ვაშაკიძე-ციციშვილი
დაბადების თარიღი:14 ნოემბერი, 1890
გარდაცვ. თარიღი:19 მარტი, 1984  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1926 წელს.

1926-1928წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მეან-გინეკოლოგიის კლინიკის (ხელმძღვანელი პროფესორი გაბრიელ ღამბარაშვილი) ექიმი-გინეკოლოგი; 1928-1932წწ. დაბა ხარაგაულის რამდენიმე სოფლის ექიმი-გინეკოლოგი; 1933-1982წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატის ქ. თბილისის მე-4 სამკურნალო სამმართველოს მეანობა-გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი-გინეკოლოგი; პარალელურად მუშაობდა ქ. თბილისის ქალთა კონსულტაციაში; ასევე, ომის პერიოდში კონსულტაციებს უწევდა ქალთა კონტინგენტს; გამოცდილი პრაქტიკოსი ექიმი, უწევდა ასისტენტობას ოპერაციის დროს გამოცდილ ოპერატორ ექიმებს პროფესორებს: აკაკი ბაქრაძეს და სოსო ღოღობერიძეს; ხშირად ქვეყნდებოდა მისი სტატიები მეანობა-გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ქართულ ჟურნალ-გაზეთებში. დაჯილდოებული იყო ბევრი სიგელითა და მადლობით, ორი მედლით; ცნობილი პედიატრის ირაკლი ციციშვილის დედა. დამსახურებული პენსიონერი (1972), მეან-გინეკოლოგი.

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.777-779

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"
  • სამამულო ომის მედალი
  • საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: