The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიგა სიჭინავა

გიგა სიჭინავა
Legal name:გიორგი სიჭინავა
Date of birth:12 October, 1978
Date of death:29 March, 2024  (at 45 years)
Burial location:გლდანის სასაფლაო, თბილისი
Category:Economist, Engineer, Dancer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის, ეკონომიკური ფაკულტეტის აღრიცხვის, ანალიზის და კონტროლის სპეციალობა 1999 წელს.   

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მიღებულ იქნა აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ლაბორანტად. იყო ეკონომიკის მაგისტრი. აქტიურად მონაწილეობდა ეკონომისტთა საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები: "სამრეწველო საწარმოთა საქმიანობის აღრიცხვისა და ანალიზის ზოგიერთი საკითხი" (ეკონომისტთა III რესპუბლიკური კონფერენციის მასალები, თბილისი 2000, გვ.264); "ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების ტრანსფორმაციის საკითხი საბაზრო ეკონომიკის პირობებში" (ეკონომისტთა რესპუბლიკური კონფერენციის მასალები, თბილისი 2000, გვ.258), "ბასს -ის დანერგვის ორგანიზაციულ-მეთოდური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები" (საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი "ეკონომიკა", თბილისი 2007, N10-12, გვ.65); 1998-1999წწ.  საქართველოს პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრში გაიარა კომპიუტერული ტექნოლოგიების კურსი, შეისწავლა კომპიუტერის ოპერატორის კვალიფიკაცია-სერტიფიკატი; 2007 წელს გაიარა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო კურსი ინფორმაციული ტექნოლოგიების ცენტრში - "ინფოტექ"- ში, შეისწავლა საბუღალტრო პროგრამა "ორის - ბუღალტერია"; 1999 წელს საქართველოს სპორტული ცეკვების ლიგამ და სოციალური ცეკვის კომიტეტმა მიანიჭა ვერცხლის მედალოსნის წოდება სამედალო ტესტების ჩაბარებისათვის ლათინურ-ამერიკული ცეკვების პროგრამით 16-35 წლამდე ასაკის კატეგორიით.; მონაწილეობას იღებდა რესპუბლიკურ ფესტივალებზე, რეგიონალურ შეჯიბრებებზე, მიღებული აქვს 18 დიპლომი და მადლობის წერილები; 2013 წელს ჩამოაყალიბა სპორტული ცეკვების სტუდია "Elite dance studio". მისი აღზრდილი მოცეკვავები ფესტივალებზე მაღალ შედეგებს აღწევდნენ; საქართველოს სპორტული ცეკვების ასოციაციის ვიცე - პრეზიდენტი გახდა. შეთავსებით მუშაობდა ნარკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე; მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფორაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში მთავარი სპეციალიტის თანამდებობაზე, იყო ეკონომიკის მაგისტრი. აიტის ინჟინერი.


Share: