| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის სეჩენოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1989 წელს. ინტერნატურა გაიარა მოსკოვის ბოტკინის საავადმყოფოში, სტაჟირება - ვახტანგ ხურციძესთან ქირურგიის განყოფილებაში; მუშაობდა მოსკოვის წამყვან კლინიკებში; იყო სანფრანცისკოში ჩატარებული მე-12 საერთაშორისო პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგების კონგრესის მონაწილე (1999); 2006 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; იყო მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი პლასტიკური და კოსმეტიკური ქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. პლასტიკური ქირურგი. პროფესორ ირაკლი ციციშვილის შვილი. წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.421; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

