| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტიტიკო შერგელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხით 2012 წელს; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მაგისტრის ხარისხით 2016 წელს; დოქტორანტურა 2019 წელს. 2014 წლიდან მუშაობს სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში": 2014-2016წწ. ტექნიკური ანალიზის განყოფილება, სპეციალისტი, ინჟინერი; 2016-2017წწ. ალფაცენტრის სამსახური, უფროსი ინჟინერი; 2017 წლიდან კომერციის და ელექტროენერგიის აღრიცხვის დეპარტამენტი, სტრატეგიული პროცესების კოორდინატორი; 2017 წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე, მოწვეულ მასწავლებლად, ასოცირებულ პროფესორად. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორი (2019), პროფესორი (2021). წყარო: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ვებგვერდი: my.gtu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

