The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნელი ბაგრატიონი

ნელი ბაგრატიონი
Date of birth:1 July, 1946  (79 years)
Category:Biologist, Scientist, Explorer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალობით 1969 წელს.

1969 წელს დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის ლაბორანტად; 1971 წელს ამავე კათედრის უფროს ლაბორანტად. საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობდა ქ. კიევის ბოტანიკის ინსტიტუტში, შემდგომ მოსკოვის კ. ა. ტიმირიაზევის სახელობის მცენარეთა ფიზიოლოგიის საკავშირო ინსტიტუტში; დისერტაციის ძირითადი ნაწილი შესრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ფიზიოლოგიის კათედრაზე; 1986-2006წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ანატმიისა და ფიზიოლოგიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიჰყავდა სალექციო და პრაქტიკული კურსები მცენარეთა ზრდა-განვითარებისა და ჰორმონული რეგულაციის მიმართულებით; უძღვებოდა მცენარეთა ფიზიოლოგიის სპეციალიზაციის სტუდენტთა საკვალიფიკაციო პრაქტიკებს (ანასეული, ქ. კიევის ბოტანიკის ინსტიტუტი); ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სადიპლომო ნაშრომებს. არის 30 სამეცნიერო სტატიის ავტორი; მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და რუსეთის მცენარეთა ფიზიოლოგიურ ჟურნალებში, ქ. კიშინიოვის მცენარეთა ზრდისა და მისი რეგულაციისადმი მიძღვნილ კრებულში (1985), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომებში; მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში; 1976 წლიდან იყო საზოგადოება "ცოდნის" პასუხისმგებელი მდივანი; 2004-2007წწ. მ. სააკაშვილის სახელობის "მედიცინის ისტორიისა და ზოგადი თეორიის სამეცნიერო საზოგადოების" გამგეობის წევრი და პროექტის მონაწილე; მცენარეთა ფიზიოლოგი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1984) ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზრდის ბუნებრივი რეგულატორები მაღალმოზარდი და დაბალმოზარდი სიმინდის ონტოგენეზში", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge


Share: