The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კიტა ცაგარეიშვილი

კიტა ცაგარეიშვილი
დაბადების თარიღი:15 ნოემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:3 ოქტომბერი, 2004  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გოჩაჯიხაიში, ხონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1944 წელს.

1944-1946წწ. ფრონტზე გაწვეული უმცროსი ექიმის მოვალეობას ასრულებდა. 1946-1948წწ. იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სხვადასხვა ნაწილის ექიმი: ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, პარაზიტოლოგი, ტოქსიკო-რადიოლოგი. 1968-1974წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის ჯერ მასწავლებელი, შემდეგ უფროსი მასწავლებელი. 1974-2004წწ. პოლკოვნიკი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდეგ თსსუ-ის), რექტორის თანაშემწე. დაჯილდოებული იყო როგორც სამხდრო ისე სამოქალაქო ტიპის მედლებითა და ორდენებით. ცნობილი ქართველი სამხედრო ექიმი-ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, პარაზიტოლოგი, ტოქსიკოლოგ-რადიოლოგი, სამხედრო-სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. 

წყარო: საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.781-786

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - მედალი "საბჭოთა შეიარაღებული ძალების 70 წლისთავი"
  • 1978 - მედალი "საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების 60 წელი"
  • 1970 - მედალი "საბჭოთა შეიარაღებული ძალების ვეტერანი"
  • 1970 - მედალი "სამამულო ომში გამარჯვებისთვის"
  • 1970 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავთან დაკავშირებით"
  • 1970 - მედალი "საბრძოლო მამაცობისთვის"
  • 1964 - მედალი "20 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის"
  • 1959 - მედალი "15 წელი შეიარაღებულ ჯარებში უმწიკვლო სამსახურისთვის"
  • 1945 - მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • 1945 - მედალი "პრაღის გათავისუფლებისთვის"
  • სამამულო ომის ორდენი
  • მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "საბჭოთა კავშირის არმიისა და ფლოტის 50 წელი"
  • მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 50 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "40 წელი უმწიკვლო სამსახურისთვის"

გააზიარე: