| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მალხაზ ბაკურაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1983 წელს; ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურა 1986 წელს. 1986 წელს მუშაობდა ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში; 1986-1991წწ. იყო ალგებრის და გეომეტრიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1995წწ. გეომეტრიის და ტოპოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი; 1995 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2008-2018წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე როგორც ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან ამავე ფაკულტეტის ალგებრის და გეომეტრიის კათედრის გამგე და პროფესორი; 2003 წელს იყო მიწვეული პროფესორი მაქს პლანკის მათემატიკის ინსტიტუტში (გერმანია) და 2004 წელს მონტპელიეს უნივერსიტეტში (საფრანგეთი). მისი სამეცნიერო ინტერესები ალგებრულ ტოპოლოგიაშია. კერძოდ იკვლევდა ტრანსფერის სტაბილური ასახვის და მახასიათებელი კლასების ურთიერთკავშირს და ამ გზით აღწერდა თანაფარდობებს კომპლექსურად ორიენტირებულ კობორდიზმების თეორიებში. ამ მეთოდებით აღიწერა მორავას K-თეორია მაკლასიფიცირებელი სივრცეებისთვის, აგრეთვე სინგულარობებით კობორდიზმების თეორიაში ახალი მახასიათებელი კლასები და ფორმალური ჯგუფები. ამ მიმართულებით აღსანიშნავია მისი პუბლიკაციები სადაც აგებულია ახალი, კომუტაციური კოჰომოლოგიის თეორია, რომლიც კოეფიციენტების რგოლი არაპოლინომურია და ემთხვევა კომპლექსური ელიფსური გვარის შესაბამის ფორმალური ჯგუფის კოეფიციენტების რგოლს. ამ სტატიებში მოცემული ალტერნატიული კონსტრუქციით ირკვევა, რომ კომპლექსური ელიფსური გვარი არის კომპლექსური კობორდიზმების რგოლზე ფაქტორასახვა ცხადი მარტივი იდეალით. ახალი კოჰომოლოგიები სწორედ ამ იდეალის შესაბამისი სინგულარული კობორდიზმებია. 2009-2025წწ. არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდით დაფინანსებულ ხუთი მათემატიკური პროექტის კოორდინატორი ან ხელმძღვანელი. დაჯილდოვდა პერსონალური გრანტებით: NATO-France (2008—2009), CNRS (2017-2020), EU awards for Georgian researchers (2023). არის რედაქციის წევრი ჟურნალ Advanced Studies: Euro-Tbilisi Mathematical Journal ISSN Online 2667 – 9930, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1989). წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

