| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულნარა ბალარჯიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1970 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1973 წელს. 1973-2010წწ. იყო პ. მელიქიშვილის ფიზიოლოგიისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიოლოგიისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი. მეცნიერული ინტერესების სფერო: ქიმიური მეცნიერებანი, გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი. მისი შრომები ეხება გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების მეთოდების შემუშავებას ქიმიური ეკოლოგიის მიდგომების გამოყენებით, კერძოდ, ეკოლოგიური ამოცანების გადასაჭრელად მძიმე მეტალებისა და ჰალოგენშემცველი დამაბინძურებლების წყლიდან ერთდროულად მოცილების მიზნით, სორბციული სისტემების შექმნას. თანაავტორია სამეცნიერო სტატიების, მათ შორის "Copper Ions Adsorption from Aqueous Solution Using Perlite" (International Journal of New Technology and Research (IJNTR), 2020/7, 6/7), "Water purification from zinc ions using expanded perlite" (Adsorption, 2023, 9/12) და ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების თეზისების. ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატი (1981). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ციკლოპენტენური რიგის ნახშირწყალბადების სინთეზი და გარდაქმნები ალუმოსილიკატურ კატალიზატორებზე", დაიცვა 1981 წელს. წყარო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: encyclopedia.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

