| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნელი ფილიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის აკადემიურ თეატრში. შექმნა თეატრალურ გმირთა შემდეგი სახეები: მზევინარი (ვაჟა-ფშაველას "მოკვეთილი"), ნინო (მ. ბარათაშვილის "ჩემი ყვავილეთი"), თალიკო საგანელიძე (კ. ლორთქიფანიძის "კოლხეთის ცისკარი") და სხვა. გადაღებულია ფილმში "ნინო". მუშაობდა ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში რედაქტორის თანამდებობაზე. მსახიობ თენგიზ არჩვაძის მეუღლე. წყარო: დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.357; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

